Thursday, November 24, 2016

1  .  პროექტის სახელწოდება: მზის სისტემა

2      პროექტის აქტუალობა:  მოსწავლეები   შეისწავლიან  მზის  სისტემის  წევრებს  გაიღრმავებენ ცოდნას, წარმოსახვით  იმოგსაურებენ  იდუმალებით  მოცულ  სამყაროში,გაეცნობიან პლანეტებს,  და  მათ  თანამგზავრებს,  ასტეროიდებს,  კუდიან  კომეტებს,  მეტეროიდებს  მეტეორებს,  და  ჩვენ  მეზობელ  მთვარეს.  ნაწილობრივ   მაინც  დაიკმაყოფილებენ   ოცნებას  ვირტუალური   სამყაროს   შესახე ბ    და  ბოლოს  აბასთუმნის  ობსერვატორიაში  სტუმრობით  შორიდან  მაინც   მიესალმებიან  ზოგიერთ  მადგანს.

                                   
3.    პროექტის  მიზნები:

  • მოსწავლეს   შეუძლია  კოსმიური  სხეულების   მოძრაობის  და  ზოგიერთი   ასტრონომიული   მოვლენის  აღწერა   მზის  სისტემაში. 
  • გასანვითარებელი უნარები: მოსწავლეები შეძლებენ ახალი იდეების განვითარებას, განხორციელებას, სხვებისთვის გაზიარებას.შეძლებენ მსჯელობას, აღქმას, ერთმანეთს გაუზიარებენ პასუხისმგებლობას მუშაობის პროცესში, დაამყარებენ კომუნიკაციას სხვა ადამიანებთან, შეძლებენ სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას, დახარისხებას, ტექნიკასთან მუშაობას.

4.    მოსწავლეთა  ასაკი :  12  წლის

5 .    ვადები  ხანგრძლივობა : 2  თვე

6 .     მოსალოდნელი  შედეგები :

  •  მოსწავლე იყენებს მოდელებს და აღწერს მთვარის,   დედამიწის და სხვა პლანეტების მოძრაობას მზის სისტემაში.
  • ასახელებს და ათწერს კოსმიურ სხეულებს (მაგ. ვარსკვლავები, პლანეტა, კომეტა, ასტეროიდი, მეტეორი, მეტეორიტი) მსჯელობს მათ შორის განსხვავებაზე.
  • ქმნის მზის და მთვარის დაბნელების მოდელებს, მსჯელობს დაბნელების გამომწვევ მიზეზებზე.
  • ქმნის მოდელებს და აღწერს დედამიწის ბრუნვას წარმოსახვით ღერძის  და მზის გარშემო.
  • აკავშირებს წელიწადის დროების მონაცვლეობას დედამიწის ორბიტაზე და მზის გარშემო.
  • აკავშირებს წელიწადის დროების მონაცვლეობას დედამიწის ორბიტაზე დახრილი ღერძის მოძრაობასთან.


7 .    პროექტისათვის საჭირო რესურსი:

  •  აპარატურით უზრუნველყოფა: კომპიუტერი, ფოტო-ვიდეო კამერა, პროექტორი, მეხსიერების ბარათი, პრინტერი, სკანერი, ტელევიზორი. 
  • პროგრამული უზრუნველყოფა: ტექსტური რედაქტორი, ელექტრონული ცხრილები, საპრეზენტაციო მასალა, ვებბრაუზერი, ელ-ფოსტა, ვიდეო-აუდიო რედაქტორი, ელ. ენციკლოპედია.
  • ბეჭდური მასალები: ინტერნეტ რესურსები, სახელმძღვანელო, საბავშვო ენციკლოპედია, პლაკატები, სურათები, მაკეტები, მოდელები.

8 .     პროექტის მსვლელობა: გაკვეთილების მსვლელობის დროს მოსწავლეებს გაუჩნდათ ბევრი კითხვა ციურ სხეულებთან დაკავშირებით. შეუძლებელი გახდა მათი ინტერესების დაკმაყოფილება გაკვეთილების მსვლელობის პეროიდში. ამავე დროს გაუჩნდათ სურვილი ოდნავ მაინც მიახლოვებოდნენ ციურ სხეულებს. გაჩნდა იდეა დაეთვალიერებინათ აბასთუმნის ობსერვატორია და შეეხედათ ტელესკოპით უსასრულო სამყაროსთვის.
პირველ ეტაპზე გადავწყვიტეთ მზის სისტემა შეგვესწავლა სიღმისეულად. დაგვეწერა პროექტი. მასალა დაიყო ცალკეულ ნაწილებად და დასამუშავებლად გადაეცა ჯგუფებს: პირველი ჯგუფი-მზის პლანეტების დახასიათება.
მეორე ჯგუფი-ასტეროიდები, კუდიანი ვარსკვლავები.
მესამე გჯუფი-მეტეორები, მეტეორიტები.
მეოთხე ჯგუფი-პლანეტა დედამიწა.
მეხუთე ჯგუფი-დედამიწის თანამგზავრი მთვარე.
მოსწავლეებს დაევალათ მოეძიებინათ, შეეგროვებინათ მასალები ციური სხეულების შესახებ. დაემზადებინათ პოსტერები, მაკეტები შეძლებისდაგვარად.
განისაზღვრა დრო სამუშაოს შესრულებისათვის.
მეორე ეტაპო-ექსკურსია აბასთუმანში.
მესამე  ეტაპი- პროექტის პრეზენტაცია .

9      საგანთან  ესგ თან  კავშირი: ბუნებისმეტყველება და ისტ.

ბუნ.VI.6.მოსწავლეს შეუძლია კოსმოსური სხეულების მოძრაობისა და ზოგიერთი   ასტრონომიული მოვლენის აღწერა მზის სისტემაში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს მოდელებს და აღწერს  მთვარის, დედამიწიდა სხვა პლანეტების მოძრაობას მზის სისტემაში;
·         ასახელებს და აღწერს კოსმოსურ სხეულებ(მაგ., ვარსკვლავი, პლანეტა, კომეტ, ასტეროიდი, მეტეორი, მეტეორიტი); მსჯელობს მათ შორის განსხვავებებზე;
·         ქმნის მზის და მთვარის დაბნელების მოდელებს და მსჯელობს  დაბნელების გამომწვევ მიზეზებზე;
·         ქმნის მოდელებს და აღწერს დედამიწის ბრუნვას წარმოსახვითი ღერძის  და მზის გარშემო;
  • აკავშირებს წელიწადის დროების მონაცვლეობას  დედამიწის ორბიტაზე დახრილი ღერძით მოძრაობასთან (ჩრდილო და სამხრეთ ნახევარსფეროებში განსხვავებული სეზონები, ბუნიობა და ნაბუნიობა).

 ტექნ. VI.1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.

შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           აუდიტორიის მოთხოვნების და საკუთარი (ან ჯგუფის) მიზნების გათვალის­წინებით, ამზადებს პრეზენტაციას/სლაიდებს საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ;
·           გაიაზრებს განსხვავებას პრეზენტაციასა და სხვა სახის ვიზუალურ და საკითხავ მასალას შორის;
·           ახდენს ტექსტური,  გრაფიკული და აუდიო მასალის ეფექტიანად კომბინირებას მიზნის შესაფერისი ციფრული მასალის შექმნისას.

10 .     პროექტის  ხელმძღვანელი: გულქან ჩხაიძე.

11     ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა: chxaidze.gulkan@gmail.com